ვისოლ ჯგუფი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა. კუს ტბაზე თბილისისა და რეგიონების ბავშვთა სახლების 70-მდე აღსაზრდელისათვის „ეკო პიკნიკი", წყლის ველოსიპედებით გასერნება და სხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და სხვა სამთავრობო თუ საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
„იმისათვის, რომ ბავშთა სახლების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღენიშნათ, ვისოლ ჯგუფი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა და გასართობ-შემეცნებით აქცია გამართა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სასიამოვნო გარემოში მიეღოთ ინფორმაცია გარემოს დაცვით საკითხებზე, „სმარტისა" და „ბიბლუსის" კორპორაციულ გმირებთან ერთად ეთამაშათ და შეჯიბრებებით გაეხალისებინათ დღესასწაული და მიეღოთ უამრავი საჩუქარი"- განაცხადეს ვისოლში.
ღონისძიება იმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით. მხარდამჭერებს შორის იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვისოლ ჯგუფი, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი",„პალიტრა მედია", „IDS ბორჯომი საქართველო", ავერსი, ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, Saatebi.com, TBC ბანკი და იურიდიული კომპანია MKD.