1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მაკდონალდსი მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 250-მდე ბავშვს უმასპინძლებს და ზეიმს მოუწყობს. მაკდონალდსის მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია სპეციალურად მასპინძლობს ამ ბავშვებს, რადგანაც მაკდონალდსში არსებობს შესაფერისი ინფრასტრუქტურა მათ მისაღებად.
ბავშვებისთვის მომზადებულია სპეციალური გასართობი პროგრამა - სახალისო თამაშები, ჰეფი მილი, საჩუქრები, სახის მოხატვა და სხვა სიურპრიზები. ბავშვების ძირითადი ნაწილი წერეთლის გამზირზე არსებულ ფილიალს ესტუმრება, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ეს არის შენობამდე მისასვლელი სპეციალური პანდუსები და საჭირო ოთახი. ასევე მოწვეული ბავშვები საბურთალოზე მდებარე მაკდონალდსშიც ისიამოვნებენ.
"გარდა ამისა, დღევანდელ დღეს ჩვენ არ დავივიწყეთ მოზარდები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, და მათაც უკვე ადგილზე გავუმასპინძლდებით მონატრებული მენიუთი," - აცხადებს მაკდონალდსის დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
მისივე თქმით, მაკდონალდსი ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს ბავშვებზე და ცდილობს მუდამ შესთავაზოს მათ სიახლეები, მოუწყოს სასიამოვნო სიურპრიზები. ეს არის საქველმოქმედო ხასიათის აქცია, რომელსაც ბავშვთა საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ბავშვებისათვის, ვისაც ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია საზოგადოებაში ინტეგრაცია. „ამ სახით, ამჯერადაც ჩვენს პატარა სტუმრებს გვინდა განსაკუთრებული დღესასწაული მოვუწყოთ და ვასიამოვნოთ, გავახაროთ საჩუქრებით და სხვადასხვა გასართბი პროგრამებით," - აღნიშნავს თენგიზ კაპანაძე.
მაკდონალდსი გლობალური ქველმოქმედების მიმართულებით გამორჩეული კომპანიაა. ყველაზე მასშტაბურია აქცია „McHappy Days", რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის ნოემბერში ტარდება და საქართველოში "ბედნიერი დღეები მაკდონალდსში"-ს სახელით არის ცნობილი. აღნიშნული აქციის ფარგლებშიც მაკდონალდსი სხვადასხვა სახით ეხმარება ბავშვებს, რომელთაც აქვთ ამის საჭიროება, ეს იქნებიან იგივე მზრუნველობა მოკლებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თუ სხვადასხვა სნეულებათა მატარებელი ბავშვები. მაგალითისთვის, შარშან საქველმოქმედო აქციდან დაგროვილი თანხით დაფინანდა სიმსივნით დაავადებული 5 ბავშვის მკურნალობა, რომელთაც არ შესწევდათ უნარი საკუთარი სახსრებით დაეფარათ საჭირო მკურნალობის თანხები.
მაკდონალდსი არის რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელი. მსოფლიოს 119 ქვეყანაში მაკდონალდსის 34,000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68,000,000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 6 ფილიალი აქვს - ოთხი თბილისში, და ერთი ქუთაისსა და ბათუმში.
მასალის გამოყენების პირობები