"აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე ხელმოწერების შეგროვებამ ფართო გასაქანი მიიღო", - წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობა 70 ათასმა ადამიანმა მიიღო, ხოლო მათმა 97 % ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი დამოუკიდებელი აფხაზური ეკლესიის "აღორძინებას".
ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. მეთი ინფორმირებულობისათვის კი ინტერნეტ-გვერდის შექმნაც მიმდინარეობს, რომელზეც ამ აქციასთან დაკავშირებული ყველა სიახლე გამოქვეყნდება.