ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა თითქოს და რუსეთის სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადმოწევისა და მავთულხლართებით გადაღობვის თაობაზე სოფლების დიცისა და დვანის მონაკვეთზე".
მათივე განცხადებით, "ყველა სამუშაო ადგილზე საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების კუთხით სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობს".
"მესაზღვრეების მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ ეხება მეზობელი საქართველოს სუვერენიტეტს და არავითარი თვითნებული საზღვრის გადატანები რუს მესაზღვრეებს რა თქმა უნდა არ განუხორციელებიათ. საქართველოს ხელმძღვანელობის შეშფოთება კი მორიგი პროვოკაციაა და სხვა არაფერი, რომელიც იმ ხალხზეა გათვლილი, რომელიც საზღვრისპირას ცხოვრობს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიულ ფარგლებშია განსაზღვრული.
"სურთ თუ არა საქართველოში სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელი, აღიარებული სახელმწიფოა და ის თავად განსაზღვრავს თავის სასაზღვრო პოლიტიკას", _ წერენ სეპარატისტები.