აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა რთულია და ის აფხაზი ეპისკოპოსის არარსებობით არ შემოიფარგლება. სიტუაციის სრული დარეგულირებისათვის აუცილებელია დრო და კომპლესური მიდგომა საეკლესიო კანონების დაცვით. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის საპატრიარქოში გააკეთეს.
"აფხაზეთის საეკლესიო საკითხის სრული დარეგულირება - რთული საქმეა. ამს დრო სჭირდება. არ მნიშვნელოვანია არა იმდენად სიჩქარე, რამდენადაც საეკლესიო ცხოვრების მოწყობის კანონიკური სიმყარე.
ამასთან ერთად, აფხაზი ხალხის აშკარა ნების გამოხატვის, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაახმოვანა ასევე ყურადღების მიღმა დატოვება ასევე არ შეიძლება", _ განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის საეკლეისო საკითხი - რთულია და იგი კომპლესურ გადაწყვეტას საჭიროებს.
"ადგილზე ეპისკოპოსის არარსებობა კი ეს პრობლემათაგან მხოლოდ ერთ-ერთია", _ აცხადებენ რუსეთის საპატრიარქოში.
მათივე თქმით, ალექსანდრე ანქვაბის მიერ გაკეთებული განცხადება რუსეთის საპატრიარქოში მიიღეს უპირველეს ყოვლისა, როგორც "აფხაზი და რუსი ხალხის სულიერი კავშირების მნიშვნელობის დაფიქსირება".
რუსეთის საპატრიქტოში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ეკლესია ცდილობს გააკეთოს ყველაფერი "ქვეყანაში მართლმადიდებლური საეკლესიო ცხოვრების გამყარებისათვის, როდესაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად აფხაზეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა სულიერი საზრდოს მიწოდების გარეშ დარჩა, ხოლო სასულიერი პირთა რაოდენობა აფხაზურ მიწაზე არასაკმარისი აღმოჩნდა", _ წერს რუსული მედია.