მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დარღვევის ბრალდებით, მდინარე ენგურზე მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა 790 ადამიანი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი კომარევცევმა გააკეთა.
"2012 წელს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის რუსმა მესაზღვრეებმა 1950 ადამიანი დააკავეს. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე კი 790", _ აცხადებს კომარევცევი.
მისივე თქმით, 14 დან 24 მაისის ჩათვლით ქართულ -აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრის გადასვლისათვის ხუთი პუნქტია გახსნილი. . სულ ექვსი პუნქტი მოქმედებს: ორი საავტონომობილო (ენგური და პაპინირხუა) და ქვეითთა ოთხი გადასასვლელი სოფლებში თაგილონი, ოტობაია, ნაბაკევი და ალაკუმხარა.
ამასთან ერთად, დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსმა გენერალმა თავი შეიკავა აფხაზეთში აგებული რუსული სამხედრო ქალაქების რაოდენობის დასახელებისგან და ასევე იქ დისლოცირებული სამხედრობის რაოდენობის გამჟღავნებისგან და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია დახურულია.