პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს, პოლონეთში გუშინ გარდაცვლილი საქართველოს პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატის, ვიქტორ დომუხოვსკის გარდაცვალება მიუსამძიმრა. უსუფაშვილის თქმით დომუხოვსკი იყო პიროვნება, რომელიც მუდამ დაინტერესებული ქვეყნის ერთიანობისა და დამოკიდებულობისთვის იყო.
"მე ვთხოვ შესაბამის თანამდებობების პირებს, ვისაც აღნიშნული საკითხის მოგვარება შეუძლია, ოჯახს დაეხმაროს და მისი ნეშთი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენონ" განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.