ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან არსებულ ხელოვნურ ტბას ქუთაისელებმა აუზის ფუნქცია მოარგეს და 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი, საკანონმდებლო ორგანოსთან ბანაობს.
ქუთაისელთა თქმით, იმის გამო რომ ქალაქში აუზი არ არის, მათ მაღალი ტემპერატურის გამო საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ხელოვნურ ტბაში დაბანვა გადაწყვიტეს.
"პარლამენტიდან დაცვის თანამშრომლები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ტბაში ბანაობა აკრძალულია, რადგან ელექტროგამტარია და შესაძლოა დენმა დაგვარტყას. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვბანაობთ. ქუთაისში აუზი არ არის და ამიტომ იძულებულები ვართ მუხლამდე ტბაში გავგრილდეთ" განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ხელოვნური ტბა ქალაქის ტერიტორიაზე გარე ექსტერიერის სილამაზისთვის არის შექმნილი.