საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვარდების მოედანზე გამოფენილი ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და მოსახლეობას შეხვდა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 ქალაქში გამოიფინა - თბილისი (ვარდების მოედანი, გლდანის პარკსა და ვარკეთილის IV მ/რ-ში პოლიციის შენობის წინ), თელავი, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ამბროლაური, საჩხერე და სენაკი.
მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ტექნიკისა და შეიარაღების ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაცნობოდნენ და სამხედრო მოსამსახურის სრული აღჭურვილობა საკუთარ თავზე მოერგოთ კიდეც.
ქალაქებში გამოფენილი იყო ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო მანქანები, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საავიაციო საშუალებები, საქართველოში წარმოებული შეიარაღება: „დიდგორი 1", „დიდგორი 2", „დიდგორი 3", „ჩინგორი", „ჰამერი", „ვულფი", „კობრა", „ბტრ 80", „ეჯდერი", „ემრაპი", „ლაზიკა", „ქსმ-1/2", ტანკი „ტ-72", „ბმ 21", „გრად-ლარი", „დ-30", „დანა", „გიოცინტი", „მსტა-ბ", „რმ-70", გრადი (ქართული წარმოების) 60, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები, ავტომატი G5, სნაიპერის შაშხანა, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება და უპილოტო საფრენი აპარატი.
სამხედრო-საზეიმო ღონისძიებების მიზანია ქართული სამხედრო-ტექნიკური მიღწევების დემონსტრირება და შეიარაღების გაცნობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გაღრმავება