ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატში ამბოხებულთა დაჯგუფების წევრები პოლიტიკოსების საავტომობილო კორტეჟს დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრეცელებს. იერიშის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორისაა ინდოეთის მმართველი პარტიის „ეროვნული კონგრესის" ადგილობრივი განყოფილების უფროსი.
სამართალდამცველების განცხადებით, ამბოხებულებმა იერიში საავტომობილო კოლონაზე მაშინ მიიტანეს, როდესაც ის ქალაქ რაიპურიდან სამხრეთით გადაადგილდებოდა.
ამბოხებულები, რომლებიც მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენებისთვის მიწებს ითხოვენ, პერიოდულ შეტევებს ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში უკვე 40 წელია ახორციელებენ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მაჰმოჰანა სინგჰას განცხადებით, ამბოხებულთა დაჯგუფება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები