"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის დაჩას უწოდებდა, დღეს მის საკუთრებაშია.-აცხადებს თარგამაძე
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამხარეო უფროსი რევაზ მუმლაძე მეუღლესთან ერთად რომანოვების სასახლეში იმყოფებოდნენ. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ლიკანში არსებულ რომანოვების სასახელს თავის დაცვის ყოფილ უფროსს არ აჩუქებდა. დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში რეალურად არაფერი გაუკეთებია
"თუ რამე დახარჯა, ამ სახით ინაზღაურებს. ეს კაცი საქარათველოში მოსულია ფულის საკეთებლად", - დასძინა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები