დაახლოებით 20-მდე ადამიანი, რომლებიც პატიმრების სამოსში არიან გამოწყობილნი კიევში საქართველოს საელჩოს წინ აქციას მართავენ. მონაწილენი "ბოგდან ხმელნიცკის გაერთიანების" აქტივისტები არიან. ხელებზე ბორკილებდადებულნი ისინი ლითონის კოვზებს ლითონის, ჯამებს ურტყამენ და სკანდირებენ - "მიშა, მოგვეცი მოქალაქეობა!".
საკონსულოს დაცვა გაძლიერებულია. იგი თვალს ადევნებს მიმდინარე სცენას, თუმცა არ ერევა.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, ისინი თავიანთი პერფომანსით ცდილობენ ყურადღება მიაქციონ პრობლემას, რომელიც "უკრაინელი ბიზნესმენის სვიატოსლავ მელაის მონაწილეობით სამშენებლო აფერას ეხება". აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მელაის ბრალი ედება თაღლითობაში და 300 ათასი აშშ დოლარის მითვისებაში ზაკარპატიის ოლქში სამშენებლო პროექტის რეალიზაციისას.
აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ მელაიმ, მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში იმყოფებოდა მოახერხა სასჯელისგან თავის დაღწევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებით - შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ სვიატოსლავ მელაი საქართველოში მოღვაწე უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის მამაა.
სვიატოსლავ მელაი 2012 წლის 23 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს 1961 წელს დაბადებული სვიატოსლავ ვიქტორის ძე მელაი. აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.