ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხვალ 11 სთზე საქველმოქმედო აქცია მოეწყობა. ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის და ადგილობრივი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბიუროს თანამშრომელები სისხლს უანგაროდ ჩააბარებენ.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოსული სისხლი სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით ყველა პაციენტს საჭიროებისამებრ მოხმარდება