"რუსეთის ფოსტამ" ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ კომპანია "აბხაზვიაზთან" შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფოსტა აფხაზეთში ამიერიდან არა საქართველოს, არამედ რუსეთის გავლით ჩავა.
აღნიშნული შეთანხმება სოხუმში მიმდინარე რუსულ-აფხაზურ მეორე ჰუმანიტარულ ფორუმზე გაფორმდა.
სულ რუსული მედიის ინფორმაციით, ფორუმზე ჰუმანიტარული თანამშრომლობის ოთხი ე.წ. ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები