საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 22 მაისს საქსტატში ჩატარდება 6 თვის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, შვედეთის სტატისტიკის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია პროექტის ნახევარწლიანი მიმდინარეობის შეფასება, სამომავლო გეგმების შემუშავება და პროექტის შედეგების განხილვა.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია SIDA-ას მიერ.