27-28 თებერვალს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართება free ride და free style ფესტივალი გუდაურში. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ქვეყნიდან 15-კაციანი ჯგუფის ჩამოყვანა, რომელიც ტექნიკური პერსონალის, რაიდერებისა და გადამღები ჯგუფისგან შედგება.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში ჩამოდის კომპანია Warren Miller-ის გადამღები ჯგუფი. ეს არის მთელს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება სათავგადასავლო დოკუმენტურ ფილმებზე. ის გადაიღებს ორ 15-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელთაგანაც ერთი იქნება ზოგადად გუდაურზე, როგორც კურორტზე, მეორე კი ფრეე რიდე ფესტივალზე. ასევე გადაიღებენ 30-წამიან საიმიჯო კლიპს გუდაურზე.
აღნიშნულ მასალაზე წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, საავტორო უფლება რჩება ტურიზმის დეპარტამენტს, რომელიც უცხოელ პარტნიორთან ერთად განიხილავს აღნიშნული მასალის დისტრიბუციას სხვადსხვა უცხოურ არხზე.
მომზადდება free ride და free style ტრასები. იგეგმება ტექნიკური ბაზის მოწყობა ფინიშისთვის.
ღონისძიება შემდეგი განრიგით წარიმართება: 24 თებერვალი - საქართველოში ჩამოდის გადამღები ჯგუფი - პროდიუსერი ლოგან შნაიდერი; 25-26 თებერვალი - წინა მოსამზადებელი სამუშაო და ტრენინგი; 27-28 თებერვალი -შეჯიბრება.