,,ინფო 9"-ის ოფისში ხანძრის განზრახ გაჩენისათვის, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო 9" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი საინფორმაციო სააგენტო „ინფო9"-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც გასული წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე, ხელშეკრულების დასრულებამდე, ოპერატორად მუშაობდა.
უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, დაკავებულის ვინაობას საინფორმაციო სააგენტო არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს პასტორის ქუჩაზე, საინფორმაციო სააგენტო „ინფო9"-ის" ოფისში გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა ტექნიკის ნაწილი გაანადგურა.