ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო.
ვუერთებით სრულიად საქართველოს მოსახლეობის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძისა და კაპრალი ვლადიმერ შანავას ოჯახებს.
მათთან ერთად ვიხსენებთ, ავღანეთში დაღუპულ ყველა ქართველ გმირს.
აქვე, მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის სათანადო დაფასებისთვის.