ხვალ, 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება დასაქმების ფორუმი "საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკის სექტორში დასაქმების უზრუნველსაყოფად", რომელიც გაიმართება პროექტ "ნათელი II"-ის საგანმანათლებლო გრანტების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ენერგეტიკის სფეროში.
პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (ნათელი II), ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შერჩეული ოთხი უნივერსიტეტი და მათი სტუდენტები:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი/ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის კურსი,
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი /ელექტროენერგეტიკის მრეწველობის ტექნოლოგიის და მენეჯმენტის და ელექტროენერგეტიკის სამაგისტრო პროგრამები,
• ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა /ენერგეტიკის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა,
• გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი /ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა -ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაცია.
დასაქმების ფორუმში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიები.
ფორუმის მიზანია ენერგეტიკის სექტორის პოტენციური დამსაქმებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სტუდენტების თავმოყრა და ინფორმაციის გაცვლა არაფორმალურ გარემოში.