"la truffe"-ში მომხდარ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ფრანგულ რესტორანში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.
,,წინასწარი შეფასებებისგან თავს შევიკავები. მუშაობენ სამართალდამცავი სტრუქტურები და იმედია, რომ იქნება მიუკერძოებელი სამართლიანი გამოძიება და გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებს", -განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ la truffe"-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაშავდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.