ქურთების მუშათა პარტიის შეიარაღებული მებრძოლები თურქეთის ტერიტორიას ტოვებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეს ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ხელმძღვანელმა გაასაჯაროვა, განცხადებამდე კი გადაწყვეტილების მიღებისკენ ჯგუფის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა, რომელიც თურქეთის ციხეში იმყოფება მოუწოდა.
აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი პოლიცია ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. ქურთების მუშათა პარტიას 1500-2000 მებრძოლი თურქეთში, ხოლო 3000-4000 მებრძოლი ერაყში ჰყავს, რომლებიც ძალიან ხშირად ქვეყნის სამხედროებსა და მსხვილ ქალაქებზე თავდასხმებს აწყობენ.
ცნობისათვის თურქეთსა და ქურთ მეაბოხებს შორის დაპირისპირება 30 წელია მიმდინარეობს, რომელსაც 40 000 ადამიანი ემსხვერპლა, ამან კი რეგიონის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა. ქურთების მუშათა პარტია თურქეთის, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი.