სამი ადამიანი დაიღუპა იტალის ქალაქ გენუაში გემის სადისპეჩერო კოშკთან შეჯახების შედეგად.
საგენტო Ansa-ს ინფორმაცით დაშავებულია ექვსი ადამიანი.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გემი Jolly Nero გენუის პორტს ტოვებდა.
გემი სადისპეჩერო კოშკს შეეჯახა, რომელში 10 ადამიანი იმყოფებოდა. ნაგებობა ნაწილობრივ დაინგრა და 45 გრადუსით გადაიხარა.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.