იტალიაში, 94 წლის ასაკში, ქვეყნის შვიდგზის პრემიერ მინისტრი ჯულიო ანდრეოტი - "მუდმივი ჯულიო" გარდაიცვალა.
ერთი წლის წინ მას სასუნთქი გზების დაავადება აღმოაჩნდა, რის შემდეგაც რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში.
გავრცელებული ინფორმციით, იგი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი იყო იტალის ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი. 50 წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იგი პრემიერ-მინისტრი გახდა შვიდგერ. 8-ჯერ იყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და 5-ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი.
ანდრეოტი 1991 წელს სიცოცხლის ვადით აირჩიეს სენატორად. ამ პატივის შედეგ, მას ბრალი დასდეს მაფიასთან კავშირში და ჟურნალისტის მკვლელობაში.
1993 წელს იგი იძულებული გახდა პოლიტიკიდან წასულიყო.
2002 წელს ჯულიო ადრეოტის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 1979 წელს იტალიელი ჟურნალისტის მინო პეკეროლის მკვლელობასთან კავშირის გამო. მომდევნო წელს საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები