აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.
„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
საფრანგეთში 17 ოქტომბერს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები არეულობებსა და შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტები განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამოვიდნენ. რამდენიმე ქალაქში მოხდა ძარცვა, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, შენობებს, თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნესის გადადგომა არ მიიღო. მინისტრმა პასუხისმგებლობა აიღო უსაფრთხოების ზომების დაგეგმვაში დაშვებულ ხარვეზებზე და აღიარა, რომ ზოგიერთ ქალაქში პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, არეულობისას 2 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა თითქმის 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი. მაკრონმა შესაბამის უწყებებს მომხდარის გამოძიებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.