დღეს, 4 მაისს სამორინე „შანგრი ლა" - ში შედგება გრანდიოზული გათამაშება რომლის საპრიზო ფონდია 75000 აშშ დოლარი. ამ ღონისძიებით მთავრდება გათამაშებათა სერია საერთო საპრიზო ფონდით 327000 აშშ დოლარი.
ბოლო თვეების განმავლობაში სამორინე „შანგრი ლა"-ს სტუმრები, რომლებიც თამაშობდნენ მაგიდებზე ან აპარატებზე, ღებულობდნენ გათამაშების ბილეთებს, რომელთა მეშვეობითაც მათ ეძლეოდათ შანსი მოეგოთ ფულადი პრიზები ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ფინალურ გათამაშებაში.
მატერიალური პრიზების გარდა სამორინე ‘შანგრი ლა"-ს სტუმრებისათვის მომზადებული აქვს მუსიკალური საჩუქარი - ეთნო-ჯაზური ჯგუფი „ეგარი"-ს ორი ნაწილისგან შემდგარი სრული კონცერტი. ამ ჯგუფმა მიაღწია პოპულარობას ევროპასა და რუსეთში როგორც მუსიკალურმა კოლექტივმა, რომელიც ასრულებს ქართულ ნაციონალურ მუსიკას სხვადახვა კულტურების ეთნიკური და თანამედროვე მელოდიების სიმბიოზში. „ეგარი"-ს მუსიკა აჯადოვებს თავისი სიღრმის ეულობით. ძველებური მუსიკალური ინსტრუმენტების - ფანდურის, ჩონგურის, დუდუკის, სტვირის, დოლის ვიბრაცია თანამედროვე სინთეზატორისა და ბას-გიტარის თანხლებით იტაცებს მსმენელს მშვენიერ მოგზაურობაში ნამდვილი მუსიკალური ხელოვნების სამყაროში.
კონცერტი და გათამაშება სამორინე „შანგრი ლა" - ში 4 მაისს 21:00 საათზე გაიმართება
ჯგუფი „ეგარი" მონაწილეობდა მოსკოვის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაში, საახალწლო კონცერტში მანეჟნაიას მოედანზე ქ. მოსკოვში, მართავდა კონცერტებს რუსეთის დედაქალაქის და ასევე ევროპის საუკეთესო ჯაზ-კლუბებში.
მასალის გამოყენების პირობები