ნატო-ს ჯარების საჰარეო იერიშს სამხრეთ ავღანეთში, 27 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ იერიშის დროს დაიღუპა 27 და დაშავდა 12 მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ნატო-ს მაღალჩინოსანმა გენერალმა მაკკრისტალმა პირადად მიუსამძიმრა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის.
"ძალიან გაკვირვებულები და გულდაწყვეტილები ვართ ამდენი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო", - განაცხადა ნატო-ს გენერალმა.