საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განმარტა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჯონ ქერი ეწვევა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დეტალებზე, თუმცა ჯონ ქერთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
,,ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი შეეხეო აშშ და საქართველოს შორს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. აშშ კიევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", _განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით.
მასალის გამოყენების პირობები