უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი უნიკალური არქივებით გამდიდრდება. საქართველოში ბევრისთვის უცნობმა, ფანტასტიკური ბიოგრაფიის მქონე ადამიანმა, პეტრე ხვედელიძემ, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს საკუთარი აუდიო-არქივის ნაწილი გადასცა. გუშინვე ეროვნულ ბიბლიოთეკას გიორგი პაპაშვილის არქივის ნაწილიც გადაეცა. ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ვაშინგტონელ ქართველებს - რუსუდან წერეთელს და ხატია პაიჭაძეს გაწეული დახმარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები