შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს
მასალის გამოყენების პირობები