ბრიტანელი მილიონერი, რომელიც საქართველოს ყალბ დეტექტორებს აწვდიდა, უცხოური მედიის ინფორმაციით, თაღლითობაში ამხილეს. მისი ქმედება კი თავის მხრივ, საერთაშორისო უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.
უფრო კონკრეტულად კი ბიზნესმენმა ჯეიმს მაკკორმიკმა ყალბი დეტექტორების რეალიზაციიდან 76 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული დეტექტორები გოლფის ბურთის საძიებო მასალისგან მზადდებოდა და ის მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენებოდა. თუმცა მაკკორმიკი აცხადებდა, რომ მის დეტექტორებს ბომბისა და ნარკოტიკების აღმოჩენა თავისუფლად შეეძლოთ, მათ შორის 1 კილომეტრის სიღრმეშიც კი.
10 წლის განმავლობაში ის ამ დეტექტორებს ინტენსიურად აწვდიდა საქართველოს, ერაყს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს. ბიზნესმენი ამ დროისათვის შინაპატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესს ელოდება.