ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ სულ მცირე 57 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, ამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 600 ადამიანს აჭარბებს. სტიქიური უბედურების ზონაში გაგზავნილი არიან მაშველები, მაგრამ მათ საქმიანობას მეწყერი ართულებს.
6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით რვა საათზე მოხდა. სიჩუანის პროვინცია სეისმურად აქტიურია. 2008 წელს მომხდარმა მიწისძვრამ აქ დაახლოებით 87 ათასი ადამიანი შეიწირა.