სამხრეთ ფედერალური სამხედრო ოლქიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სპეციალური კომისია ჩავა, რომელიც ზამთრის პერიოდში სამხედროთა მომზადების დონეს შეამოწმებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემოწმებები ჩატარდება აფხაზეთში № 7 და ცხინვალის რეგიონში მდებარე № 4 სამხედრო საოკუპაციო ბაზებზე.
აფხაზეთში მყოფი სამხედროები თავის "ოსტატობას" წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონზებზე უჩვენებენ კომისიის წევრებს, ხოლო ოსები ძარცემის პოლიგონზე. ტანკისტები კი ამ გამოცდას კრასნოდარის მხარეში ჩააბარებენ.