ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (NDI) გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო რესპონდენტთა 38% აზრით, საქართველოსი დემოკრატია არ არის. რაც შეეხება დემოკრატიას გამოკითხულთა 51%-ის დემოკრატია სიტყვის თავისუფლებასა და განსხვავებული აზის მოსმენასთან ასოცირდება, რესპონდენტთა 44%-ის დემოკრატია კანონის თანასწორობას ნიშნავს, ხოლო გამოკითხულთა 35%-ის დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვასთან ასოცირდება.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2013 წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში. Kკვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +-2, 5%. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, ხოლო კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.