როკის გვირაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესაძლოა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტოს ხელმძღვანელი რომან სტაროვოიტი იმყოფება, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურს ტაიმურაზ მამსუროვს შეხვდა. შეხვედრაზე მამსუროვმა სტაროვოიტს დამატებითი სახსრების გამოყოფაში დახმარება სთხოვა იმისათვის რათა ობიექტი ექსპლუატაციაში ერთი წლით ადრე ჩაბარდეს.
სპეციალისტების შეფასებით, დამატებითი დახმარების გამოყოფის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაცია 2014 წლისათვის იქნება შესაძლებელი.