აშშ-ს შეუძლია რუსეთთან თანამშრომლობა ისე, რომ უარი არ თაქვას თავის ვალდებულებებზე ნატოელი პარტნიორების წინაშე. ასეთი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას, რომელიც ნატოს მომავალს მიეძღვმა.
ოლბრაიტის თქმით, ნატოს და რუსეთმა მრავალი საერთო ინტერესი აქვთ, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიაში სტაბილურობის მხარდაჭერას, ტერორიზმთან და პირატებთან ბრძოლას, ასევე მასობრივი განადგურების იარაღს.
"ამ საერთო ინტერესების მიუხედავად, მოსკოვში არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ, რომ ვაშინგტონმა გააკეთოს არჩევანი ნატოში თავის ლოიალურ მოკავაშირეებსა და რუსეთთან თანამშრომლობას შორის, თითქოს ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს გამორიცხავს", _ განაცხადა ოლბრატიმა და აღნიშნა, რომ აშშ-ს შეუძლია ისე შეასრულოს თავისი ვალდებულებები მოკავშირეების წინაშე, რომ არ შელახონ რუსეთის კანონიერი ინტერესები.
აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს კრემლთან თამაშრომლობას საერთაშორისო სტაბილურიბასთან დაკავშირებულ საკითხებში ისე, რომ "ეჭვქვეშ არ დააყენოს თავისი ვალდებულებების შესრულება ნატოს ფარგლებში".
"აშშ-ს შეუძლია და ვალდებულია შეათავსოს მოსკოვთან რელური ურთიერთქმედება ჩვენი მოკავშირეების სტრატეგიულ გარანტიებთან", _ განაცხადა ოლბრატიმა.
შეგახსნებეთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა მადლენ ოლბრაიტს იმ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელობა სთხოვა, რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფციას შეიმუშავებს.