აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება, რომელიც ბოლო დროს აქტიური განხილვის საგანია საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვევს და თუ რა ფორმით იქნება ეს განხორციელებული ამას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მოვლენების სამხედრო სცენარით განვითარების შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რაიმე ფორმით მაინც იქნებიან პროცესში ჩართულები.
"აზერბაიჯანის პოლიტიკურ და პოლიტოლოგიურ წრეებში ითვლება, რომ იმდენად გართულდა რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, რომ არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ. განსაკუთრების იმ კონტექსტში, როდესაც ევრაზიული იდეისათვის ბრძოლა რუსეთსა და თურქეთს შორის გამწვავდება.
მოგეხსენებათ, ორივე სახელმწიფო, ერთი და იგივე საერთაშორისო გაერთიანების შემნის გზაზეა და მათ ორივეს ჰქვია ევრაზიული კავშირი და ორივეში მოიაზრება სამხრეთ კავკასია.
აქედან გამომდინარე ისინი თვლიან, რომ არ არის გამორიცხული რომ აზერბაიჯანთან ურთიერთოიბა უფრო და უფრო დაიძაბოს", _ აცხადებს არეშიძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ოდკბ) ჩარჩოებში რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან.
"ამასთან ერთად, ყველას ახსოვს ძალიან კარგად, რომ ე.წ. ოდკბ-ს ჩარჩოში რუსეთი სომხეთის მოკავშირეა და მას უნდა დაეხმაროს. თუცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ოდკბ-ს დებულებით, რუსეთს შეუძლია სომხეთს დაეხმაროს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას თავს დაესხმება დსთ-ს არაწევრი ქვეყანა, ხოლო აზერბაიჯანი დსთ-ს წევრია", _ აცხადებს მამუკა არეშიძე და საუბარს საქართველოზე აგრძელებს და აანალიზებს თუ როგორ და რა ფორმებით შეიძლება ჩვენი ქვეუანა ჩართული იქნეს ყოველივე ამაში მოვლენების ამგვარი სამხედრო სცენარით განვითარების შემთხვევაში.
"პირველი და მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებლად, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება უნდა იყოს სავარაუდო.
ოპონენტენი, რომლებიც იტყვიან, რომ თავის დროზე როდესაც ეს კონფლიქტი იყო ეს მაშინ არ მომხდარა - ეს არაფერს ნიშნავს. მაშინ არ მომხდარა - ახლა შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, რომ ბევრად უფრო მობილიზებულია დღეს აზერბაიჯანი ვიდრე მაშინ.
მეორე არის ის, რომ აუცილებლად მიოინდომებს ორივე მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის ეკონომიკის ინტერესებს დაუპირისპირდნენ. ეს არის სომხებისათვის "ბაქო-ჯეიჰანისა" და სხვა ენერგომატარებლების დერეფნები და აზერბაიჯანელებისათვის კი რკინიგზა, რომელიც სომხეთს ამარაგებს - დივერსიულ აქტებს ვმულისხმობ", _ აცხადებს ექსპერტი და საუბრობს ასევე ლტოლვილთა ნაკადზე, რომელიც ორივე მხრიდან შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოაწყდეს.
ამას გარდა, მამუკა არეშიძის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ასევე "ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყოველგვარი საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მაშინვე დაიხურება და შეწყდება. ეკონომიკური სტაგნაცია დაიწყება რეგიონში".
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ორ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს ისინი, ექსპერტის განცხადებით, ამ კონფლიქტს მიღმა ვერ დარჩებიან.
"რაც შეეხება ჩვენს ორ სეპარატისტულ რეგიონს - შეიძლება ითქვას მხოლოს ის, რომ თუ რუსეთი იქნება ყველაფერ ამაში ჩართული მათი მდგომარეობა ბევრად უფრო გამყარდება იმიტომ, რომ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება წარიმართოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ სამხედრო ოპერაციებში რაღაცა ფორმით აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული ბაზების სამხედრო მოსამსახურეები.
ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში საქართველო აღმოჩნდება ომის ქარცეცხლში და რა ფორმით იქნება ამას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელოვა არც აქვს და ჩვენი ეს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რაღაცა ფორმით იქნებიან ამ პროცესში ჩართულები", _ აცხადებს მამუკა არეშიძე სააგენტოსთან საუბარში.