დღეს, 23 ოქტომბერს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ასევე საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროშო რეორგანიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდა. მის ფარგლებში პრივატიზაციისა და ქონების მართვის სააგენტოები გაერთიანდა და აღნიშნულის ფარგლებში შეიცვალა სამინისტროს დეპარტამენტების ძველი ხელმძღვანელობა.