ზედმეტი წონა -დედამიწაზე მრავალი ადამიანის ტანჯვის მიზეზია. ბევრის ოცნებაა მოიცილოს ზედმეტი კოლოგრამები. დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც ეხმარება ზედმეტი ცხიმის დაკარგვას.
მეცნიერების აზრით, გახდომის ყველაზე მთავარ წყაროს წყალი წარმოადგენს. მისი დეფიციტი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას და ცხიმის დგროვებამდე მივყავართ.
დღის განმავლობაში ადამიანმა არანაკლები 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს, რაც ეხმარება ორგანიზმიდან შლაკის გამოდევნას და ცხიმოვანი უჯრედების რღვევას.
ასევე აუცილებელია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცილები აქტიურად მონაწილეობენ ცხიმის დაწვის პროცესში, იმ დროსაც კი თუ ადამიანი ფიზიკური ვარჯიშით არ არის დაკავებული. ცილებს შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: თევზი, ქათმის თეთრი ხორცი, ინდაური და კვერცხის ცილა.
ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულს - მწვანე ბარდა, კიტრი, პილპილი, ბროკოლი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური -ასევე ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებას და ორგანიზმის ვიტამინებით გამდიდრებას. იდეალურ დიეტურ პროდუქტად ითვლება ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი. საკმარისია უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება ან მიირთვათ 10-12 ზეთისხილი.
ცხიმებს საუკეთესოდ წვავს ანანსი, მწვანე ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენს ვიტამინ С -მიიჩნევენ კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტები. მათი აზრით, ის აიძულებს ნივთიერებათა ცვლას დღის განმავლობაში დამატებით 100 კალორია დაწვას.
მასალის გამოყენების პირობები