დღის განმავლობაში 2-3 ფინჯანი ყავა სიცოცხლეს დამატებით რამდენიმე წლით გაგიხანგრძლივებთ. შესაძლოა,ამ დოზის გადაჭარბება უფრო უკეთ მოქმედებდეს ორგანიზმზე, მაგრამ სამწუხაროდ მეცნიერებმა თავი ვერ მოუყარეს მოხალისეთა საკმაო ჯგუფს ვინც დღეში 3 ფინჯან ყავაზე მეტს დალევდა და ამასთან სიგარეტს არ მოსწევდა.
დაკვირვება, რომელსაც კიბოს ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები (აშშ) დოქტორ ნილ ფრიდმანის ხელმძღვანელობით ატარებდა, მონაწილეობა 50 დან 71 წლის ასაკის, დაახლოებით, ნახევარმილიონმა მოხალისე ამერიკელმა მიიღო.
დაკვირვების საფუძველზე რომელიც 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ადრეული სიკვდილიანობის რისკი ყოველდღიურად მიღებული ფინჯანი ყავის პროპორციულად ეცემა. ანგარიშში, რომელიც ჟურნალ Caffeine Research-ში გამოქვეყნდა, მიანიშნებენ, რომ 2-3 ფინჯანი ყავის ყოველდღიური მიღება 10-15% -ით ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს.
მეცნირებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ამ დოზის მომატება ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. დოქტორი ფრიდმანი აღნიშნავს, რომ მთავარ სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ თავგადაკლული ყავმანები როგორც წესი ერთგული მწეველები არიან, ხოლო ნიკოტინი რისკის მთავარი ფაქტორია.
მკვლევარების აზრით, არა მარტო მოწევა უმცირებს სიცოცხლეს ყავის მოყვარულებს. ყავის მოყვარულები იშვიათად იცავენ ცხოვრების ჯანსაღ წესს: როგორ წესი ისინი ცოტას მოძრაობენ, ეტანებიან ალკოჰოლს და მათ რაციონში "წითელი ხორცი" შედის.