ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მოზარდებს რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ტკბილეულს, ნაკლებად აქვთ ზედმეტი წონის პრობლემა, ვიდრე მათ თანატოლებს რომელთაც არ მოსწონთ ტკბილეულის ჭამა ან მას შეზღუდული რაოდენობით იღებენ.
სპეციალისტებმა გაანალიზეს 2-დან-18 წლამდე ასაკის 11 ათასი ბავშვისა და მოზარდის ინფორმაცია კვების რაციონის შესახებ: ენერგიის საერთო მოხმარება, საკვები ნივთიერება და წონა.
კვლევებმა გამოარკვია,რომ ტკბილეულის მოყვარულები 22%-ით ნაკლებად განიცდიან ჭარბ წონას, 26%-ით - სიმსუქნეს, ვიდრე ისინი ვინც ტკბილეულს არ მოიხმარდა. მეცნიერთა აზრით ეს იმიტომ ხდება,რომ დროთა განმავლობაში ტკბილის მოყვარულთა ორგანიზმი ეჩვევა არეგულიროს მიღებული და დახარჯული კალორიის ბალანსი.
"მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც ტკბილეულს მიირთმევენ - ნაკლებად ემუქრებათ სიმსუქნე, ვიდრე მათ ვინც არ მოიხმარს მათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კამფეტებს შეუძლია შეცვალოს რაციონში მნიშვნელოვანი კვებითი პროდუქტები. ბავშვებისათვის ტკბილეული ზომიერ ფარგლებში სასურველ ნუგბარად უნდა დარჩეს", - აცხადებს კვლევების ავტორი პროფესორი კაროლ ონილი