ბრიტანელი მეცნიერები ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყების შესახებ აცხადებენ, რომლის მიზანს ოკეანის ფსკერზე უცნობი ქიმიური ნივთიერების მოძიება წარმოადგენს.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს შექმნან თანამედროვე პრეპარატი, რომელიც ანტიბიოტიკებს შეცვლის.
კვლევებს აბერდენის უნივერსიტეტის მეცნიერები ატარებენ პროფესორ მარსელ ჟასპარის ხელმძღვანელობით.
ოკეანის ფსკერზე მოპოვებული დანალექის ნიმუშები ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად უნიკალური სოკოებისა და ბაქტერიების გამოსაყვანად იქნება გამოყენებული.
ახალი პრეპარატის მისაღებად ოკეანე შემთხვევით როდი შეარჩიეს. ცხოვრება ოკეანის სიღრმეში ძალიან აგრესიულ გარემოში მიმდინარეობს.
პროექტი სტარტს შემოდგომაზე აიღებს.