მეცნიერების აზრით, ადამიანის წონა ხშირად დამოკიდებულია იმაზე თუ ზღვის დონიდან როგორ სიმაღლეზე ცხოვრობს ის.
ადამიანებს, რომლებიც მთიან ადგილებში ცხოვრობენ გაცილებით მოხდენილი ფიგურა აქვთ, მათთან შედარებით ვინც ვაკე ადგილებში ცხოვრობს- მიაჩნიათ მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებს.
ექსპერტებმა შეისწავლეს კოლორადოს შტატის დაახლოებით 400 000 ადამიანის ინფორმაცია (მოცემული ტერიტორიის რელიეფი ძალიან მრავალფეროვანია - ვაკე მთებში გადადის).
მეცნიერებმა შეძლეს გამოეთვალათ, რომ ადამიანების, რომლებიც მინიმალურ სიმაღლეზე ცხოვრობენ (ზღვის დონიდან არა უმეტეს 487 მეტრისა) სხეულის მასის ინდექსი დაახლოებით 26,6 ქონდათ. ხოლო მათი სხეულის მასის ინდექსი ვინც დაახლოებით 3000 მეტრ სიმაღლეზე ცხოვრობდა 24,2 -ის ტოლი იყო.
შეგახსენებთ, რომ სხეულის მასის ინდექსი ნორმალურად ითვლება დაახლოებით 18,5-24,9 ფარგლებში.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სიმაღლე გავლენას ახდენს ჰორმონების ფუნქციონირებაზე რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ზრდის, მადის, კალორიების წვის მექანიზმზე.