აშშ-ს ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა თითქმის 400 ათასი ამერიკელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა ჩაატარეს.კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მამაკაცი დანამატის სახით კალციუმის აბებს იღებს, მას სისხლძარღვთა დაავადების საფრთხე ემუქრება.
1995-1996 წლებში ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ მეცნიერებს წარუდგინა ინფორმაცია მისი ცხოვრების წესის შესახებ. აქ საუბარი იყო ასევე სხვადასხვა სახის ბიოდანამატის მიღებაზე. აღმოჩნდა,რომ დაახლოებით 200 ათასი მამაკაცი კალციუმის აბებს ან კალციუმის შემცვლელ პოლივიტამინებს ღებულობდა.
მომდევნო 12 წლის განმავლობაში თითქმის 12 ათასი ადამიანი გარდაიცალა. გარდაცვალების მიზეზი გულსისხძარღვთა დაავადება აღმოჩნდა. მეცნიერები ამტკიცებენ,რომ მამაკაცები რომლებიც დღეში 1000 მილიგრამ კალციუმს იღებდნენ, 20%- ით მეტად ავადდებოდნენ გულსისხლძარღვთა დაავადებით. გაიზარდა ექიმთან ვიზიტის ფაქტებიც.
მეცნიერებმა ვერ შეძლეს აეხსნათ ასეთი შედეგის მიზეზი, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ კალციუმი რომელიც ორგანიზმში სასმელიდან და საკვებიდან აღწევდა არანაირად არ მოქმედებდა გულის პრობლემებზე.
თავის მხრივ კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი სიაო ცანი აცხადებს, რომ მეცნიერებმა შეამჩნიეს გულის დაავადებით გარდაცვალების გაზრდილი რისკი, მაგრამ ამ მოვლენის ახსნა ძალიან რთულია.
ბრიტანეთის კვებითი სტანდარტების სააგენტო F Food Standards Agency მოზრდილ ადამიანებს ურჩევს დღეში არაუმეტეს 700 მლ.კალციუმის მოხმარებას, რომლის მიღება პროდუქტებიდან უნდა მოხდეს მათ შორის რძე, ყველი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.