ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ ქიმიური ნივთიერებები რომლებიც ქსოვილების და ყოველდღიური გამოყენების საგნებში არის დიდი რაოდენობით, ზრდის სახსრების დაავადების რისკს.
მკვლევარების აზით, ამის მიზეზი პერფტოროკტანსულფინის და პერფფტოროკტანური მჟავაა, რომელიც ქაღალდის ცხიმგაუმტარი კონტეინერის, წყალგაუმტარი ქსოვილის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.
ექსპერიმენტის პროცესში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემული მჟავების ურთიერთქმედებას შეუძლია გაზარდოს ისეთი დაავადები წარმოქნის ალბათობა როგორიცაა ოსტეოართრიტი.
ამ კომპონენტებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობა ქალის ორგანიზმს გააჩნია. მიზეზი კი იმაშია, რომ ქალები სავარაუდოდ უფრო ხშირად განიცდიან ქრონიკულ დაავადებას ვიდრე მამაკაცები.
ექსპერტები აპირებენ გააგრძელონ ეს კვლევები, რადგან სურთ დაადგინონ ზემოქმედების ბიოლოგიური გავლენა, ასევე სავარაუდო დრო რომლის შემდეგაც ზიანდება სახსრები. ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნებულია Environmental Health Perspectives გამოცემაში.