„ევროსტატი" საქართველოს სტატისტიკის შეფასებას 2013 წლის იანვრის ბოლომდე წარმოადგენს. როგორც დღეს „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის ხარისხი და საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობა შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ROSC მისაიმ. მისიის დოკუმენტი ატვირთულია როგორც საქსტატის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე;
„საქსტატში" მუშაობა დაასრულა ევროსტატის საერთაშორისო შეფასების მისიამ. მისიის შეფასების დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება 2013 წლის იანვრის ბოლოს;
მიმდინარეობს 3 წლიანი პროექტი შვედეთის სტატისტიკასთან, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ;
შეთანხმდა რეგიონული ეროვნული ანგარიშების პროექტის გაგრძელება პოლონეთის სტატისტიკასთან;
2012 წლის 26-29 ივნისს თბილისში ჩატარდა ევროსტატის მაღალი დონის სემინარი;
დაიწყო ერთობლივი პროექტი PARIS21-თან მონაცემთა დაარქივების და გავრცელების სპეციალური სტანდარტის (NADA) დანერგვის მიზნით" აცხადებს ჭელიძე.
მისივე განმარტებით, 2012 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარმატებული საქმიანობისთვის და ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობისთვის საქსტატი წლიური პრიზით დააჯილდოვა;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭირვალე საქმიანობისათვის საქსტატი დაჯილდოვდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სერტიფიკატით. გარდა ამისა, ამავე ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭირვალობის კუთხით, საქსტატის ვებ-გვერდი შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის;
საქსტატმა გაითვალისწინა მონაცემთა გავრცელების საერთაშორისო რეკომენდაციები. კერძოდ, სტატისტიკური ინფორმაცია ტრადიციულად გავრცელდება სტატისტიკურ სამუშაოთა კალენდრის მიხედვით, მითითებულ და დადგენილ ვადებში და მკაცრად განისაზღვრება გავრცელების ერთი და იგივე ზუსტი დრო - დილის 11 საათი. ეს არის დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებული მონაცემთა გავრცელების სტანდარტი და იგი რეკომენდებულია ევროპული სტატისტიკის ნორმების კოდექსის მიერ;
საქსტატის ვებ-გვერდზე არსებულ ცხილებთან ერთად განთავსდა გრაფიკები, რაც მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის შედარებების და ანალიზის გასაკეთებლად;
საქსტატი მუშაობს მონაცემთა გავრცელების ახალ პროდუქტზე - ბიზნეს პორტალზე, რომლის მეშვეობითაც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს ინფორმაციის ძიების და ნებისმიერ ფორმატში მიღების საშუალება ექნება (ცხრილების, ფაილების, გრაფიკების სახით);
კვლევაში მონაწილე თითოეული კომპანიისთვის დაინერგა პირადი სტატისტიკოსის პრაქტიკა. პირადი სტატისტიკოსის მეშვეობით, რესპოდენტები არა მარტო კითხვარების შევსების მიმართულებით მიიღებენ დახმარებას, არამედ მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების და მეთოდოლოგიის შესახებ;
მომზადდა და ვებ-გვერდზე დაიდო სტატისტიკური მონაცემთა ბაზა ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონების მფლობელთათვის (პირველი 2 თვის განმავლობაში განხორციელდა 1500-ზე მეტი ჩამოტვირთვა);
საქსტატმა ვებ-გვერდზე განათავსა მონაცემთა გავრცელების შვედური პროდუქტი PC-Axis მონაცემთა ბაზები, რაც მხარდაჭერილი იქნა საქსტატისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საქსტატი გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც PC-Axis ლიცენზიის მფლობელია.
კახა კალაძე მშენებარე სენაკი-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენის მონაკვეთს დაათვალიერებს
თბილისი.17.01.13."ჯი-ეიჩ-ენი." ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორთან დავით თვალაბეიშვილთან და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) წარმომადგენელთან ერთად 18 იანვარს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს დაათვალიერებენ.
USAID -ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მეორე და მესამე ფაზის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს "აბაშა-სენაკის" 29 კმ-იან და "ქუთაისი-აბაშის"47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობას.
მშენებარე გაზსადენის დიამეტრია 700 მმ, ხოლო საპროექტო წნევაა 5,4 მპა. აბაშა-სენაკის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია "ტრესტი ნეფტგაზტიკინტი". გასული წლის ივნისში დაიწყო და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულისათვის დასრულდება.
"ქუთაისი-აბაშის" მონაკვეთზე მშენებლობას აწარმოებს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიაერთობლივი საწარმო "საქმილსადემშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლია უკარაინა". სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შერჩეულ მონაკვეთებზე მოხდეს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაზმომარაგების საიმედოობასა და უსაფრთხოებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, სათანადო მოცულობების დაუბრკოლებლად გატარება გახდება შესაძლებელი. პროექტის დასრულების შემდეგ ამჟამად ოპერირებადი საბჭოთა პერიოდში აშენებული გაზსადენის ნაცვლად, ქუთაისიდან ფოთამდე ექსპლუატაციაში შევა სრულიად ახალი გაზსადენი, რომლის დაპროექტება და მშენებლობაც მსოფლიოში გავრცელებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.