"კონსერვატიული პარტია" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს პატიმრების მიმართ "არაჰუმანურ მოქმედებაში" ადანაშაულებს.
როგორც პარტიის გენერალური მდივანმა კახა კუკავამ განაცხადა, კალმახელიძე განსაკუთრებული აგრესიით ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოირჩევა.
"ჩვენ არაერთხელ დავუკავშირდით მინისტრის მისაღებს, რათა უშუალოდ მისგან მიგვეღო ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ტარდება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის.
თვეზე მეტია მინისტრი თავს არიდებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტს, ხოლო რამოდენიმე დღის წინ მისმა თანაშემწეებმა გვიპასუხეს, რომ იგი იმყოფებოდა ისრაელში, თუმცა იმავე დღეს ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომ მინისტრი ესწრებოდა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებს თბილისში. სასჯელაღსრულების მინისტრის ამგვარ უპასუხისმგებლო და ბავშვურ მოქმედებას ვაფასებთ, როგორც არაკომპეტენტურობის და არაჰუმანურობის გამოხატულებას", - აცხადებს კუკავა.
მისივე განმარტებით, "კონსერვატიული პარტია" პატიმრებთან და სახელდობრ ცოტნე გამსახურდიასთან მიმართებაში ხათუნა კალმახელიძის არაჰუმანური მოქმედებების გამო პროტესტს გამოთქვამს.