ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო დაინტერესებულია არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაში, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები. ამ სიტყვებით დღეს, ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მიმართა.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო მზადაა ითანამშრომლოს საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.
"ცესკო დაინტერესებულია არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესიც დიდია და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენგან სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები. თქვენთან ერთად განვახორციელოთ ქმედებები " - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.