"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს არ გაყიდოს ფსიქიატრიული საავადმყოფო. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში, "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისი გუნდის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი შემაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც კვლავ მათი პირადი ქონების შევსების მიზნით ხორციელდება.
ჯიბლაძის განცხადებით, საქმე ეხება ასათიანის #10-ში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობის 32.000 კვადრატული მეტრის ფართობის გაყიდვას, რაც სააკაშვილს სულ მცირე 2 მლნ. 400 ათას აშშ დოლარის მოგებას მოუტანს. უბრალო ადამიანს კი, რომელსაც რეალურად სჭირდება მკურნალობა, უარეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გაყიდოს ფსიქიატრიული საავადმყოფო.