საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი 15 იანვარს, 18:30 საათზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ხუთ იღბლიან აბონენტს გამოავლენს. ბილაინის გათამაშებაში დაწესებული პრიზებია:
ორი ავტომანქანა ტოიოტა პრადო და სამი ფულადი პრიზი 20 000 ლარი
გათამაშება 25 ოქტომბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ აბონენტს 12 იანვრამდე შეეძლო.
გათამაშებაში მოაწილეობის პრინციპი უცვლელი იყო მონაწილეობისათვის, აბონენტს უნდა აეკრიფა კომბინაცია *500# და ბალანსის 3 ლარით შევსების შემთხვევაში, აბონენტი ხდებოდა ლატარეის 1 ბილეთის მფლობელი, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა უფასო იყო.
გათამაშების პერიოდში პორტირებული ბილაინის აბონენეტს საჩუქრად გათამაშების 5 ბილეთი ერიცხებოდა.
„ ბილაინის აბონენტების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ მათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ეს წამახალისებელი გათამაშება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ამ ახალწელს კიდევ ხუთი ბილაინის აბონენეტი გავაბედნიეროთ.„ თეონა ბაღდავაძე