ბენ აფლეკის სარეჟისორო ნამუშევარი "არგო" "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების 70-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს. ანალოგიური აღიარება მუზუკლებისა და კომედიის ნომინაციაში "უარყოფილნს" ერგო.
ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (დრამა) დენიელ დენ-ლუისმა მიიღო, რომელმაც სტივენ სპილბერგის ფილმში "ლინკოლნი" აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი განასახიერა.
ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯესიკა ჩესტეინი აღიარეს, რომელმაც კეტრინ ბიგელოუს ფილში - "ნომერ პირველი სამიზნე" - ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტის როლი განასახიერა.
კომედიური ჟანრისა და მუზიკლის მიმართულებით ოქროს გლობუსი მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჰიუ ჯეკმანს (უარყოფილნი) და ჯენიფერ ლოურენსს (ჩემი ბიჭი შეშლილია) ერგოთ.
ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი ბენ აფლეკს გადაეცა. საუკეთესო რეჟისურისთვის კი ქვენთინ ტარანტინოს ("გათავისუფლების ჯანგო").
საუკეთესო უცხოურ ფილმად ავსტრალიერი რეჟისორის მიჰაელ ჰანკეს "სიყვარული" დასახელდა.